თუ სუსტი პრემიერი ხარ, კაცობა მაინც გეყოს - სანდრა რულოვსი კვირიკაშვილს მიმართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით ამ დროისათვის კოლონა კორცხელისკენ მიემართება, რომელიც მისი თქმით ხმების დათვლის პროცედურისათვის ხელის შეშლას შეეცდება. რულოვსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა.

„კოლონა მიდის კორცხელში, მგონი ისინი აწყობენ რევოლუციას და არა ჩვენ. ჩვენ რა ძალები გვაქვს? ჩვენი ხალხი უბრალოდ იქ მიდის საკუთარი ხმის დასაცავად, ერთდროულად ხდება ყველგან, ყველანაირ ხერხს მიმართავენ. ძალიან რთულია, არ იცით შემოგზავნილი პარტიზანებიდან დაწყებული, ციხიდან გაშვებული ხალხით დამთავრებული, ვინ არ არის ამ საქმეში ჩართული. თუ ფიქრობენ, რომ ასე მეორე ტურს მოიგენე, ძალიან ცდებიან. თუ ხარ სუსტი პრემიერ-მინისტრი, კაცობა მაინც გეყოს, რომ ნორმალური ბრძოლა იყოს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ads
adsads