როგორ გამოხატა მომხმარებელთა მიმართ მადლიერება კანადურმა ბანკმა

“ათასობით ერთგული მომხმარებელი გაახარა კანადურმა ბანკმა, მადლიერების კამპანიის მეშვეობით ATM – Automated Thanking Machine”; TD სერვისების მომხმარებლებმა ბანკის თანამშრომლებისგან მადლიერების წერილები მიიღეს, რომელთაც 20 დოლარიანი კუპიურებიც ახლდათ თან. ბანკის ონლაინ მომსახურების მომხმარებლებს კი 20 დოლარი პირად ანგარიშებზე დაერიცხათ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ TD ბანკს კანადის მასშტაბით 30 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, გამოდის რომ ბანკმა მომხმარებლებს 600 000 დოლარამდე უკან დაუბრუნა. ამასთან, როგორც ამ პოზიტიური ვიდეოს საშუალებით ნახავთ ბანკმა მომხმარებელს კიდევ ბევრი დაუვიწყარი საჩუქარი და ემოცია აჩუქა. ლოკალურ ფილიალებში კეთილი ბანკომატის საშუალებით, ბანკმა მომხმარებლები სასიამოვნოდ გააოცა.

“მადლიერებას შეუძლია ადამიანის თითოეული დღე უკეთესობისკენ შეცვალოს, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც დღეს ჩვენს მომხმარებელს ვეუბნებით მადლობას”, ამბობს TD ბანკის გენერალური დირექტორი, ტიმ ჰოკი.

დასასრულს კი, უყურეთ სასიამოვნო ემოციებით დატვირთულ ვიდეოს მადლიერების კამპანიის შესახებ.

ads
ads

ვადასტურებ რომ ვარ +18 წლის