რას ხედავთ სურათზე პირველივე შეხედვისას?-ტესტი, რომელიც თქვენს თავს ახლებურად დაგანახებთ

ასეთი სახის ტესტები ძალიან პოპულარულია ინტერნეტში, რადგან ისინი ძალიან მარტივი და ამავე დროს ზუსტია.
გთავაზობთ სურათს, რას ხედავთ მასზე პირველივე შეხედვისას?
გოგონას, ხეებსა თუ წყალს?

ხეები:

თქვენ საკმაოდ გახნილი პიროვნება ბრძანდებით, რომელიც არაფრის დაფარვას არ ცდილობს, ყოველთვის ამბობთ იმას რასაც ფიქრობთ. ბოლო დროს თქვენს გარკვეული სახის პრობლემები წამოგეჭრათ, რამაც თქვენი თავდაჯერებულობა ოდნავ შეასუსტა, მაგრამ ეს დროებითია. თქვენ ძალიან მალე შეძლებთ ეს პრობლემები შორს მოისროლოთ და უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით დაკავდეთ. დააყენეთ საკუთარი თავის ადგილას სხვა, წარმოიდგინეთ რა სახის რჩვებს მისცემდით მას,

 

თქვენს სიტუაციაში, რომ ყოფილიყო.

შიშველი გოგონა:

თქვენ ძალიან აქტიური ადამიანი ხართ, რომელიც ყოველთვის რაღაცით არის დაკავებული. ეს კარგია, მაგრამ ერთი პრობლემა გაქვთ, თქვენ დაწყებული ხშირად შუა ნაწილში ვარდება და ბოლომდე ვერ მიდის, დაფიქრდით, რატომ ხდება ეს?
შეიძლება არსებობდეს ორი ვარიანტი: ერთი, რომ ის საქმე რასაც იწყებთ თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ და არ გაინტერესებთ და მეორე: თქვენ ერთდროულად ბევრი საქმით დაიტვირთეთ და ამის გამო აღარ გრჩებათ დრო სხვა უფრო მნიშვნელოვანო საქმეების გადასაწყვეტად. ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანა მარტივი არ არის, მაგრამ ნუ დაგავიწყდებთ, რომ თუ გულხელდაკრეფილი არ დაჯდებით, ბოლოს წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

წყალი:


თქვენ უიმედოთ და ბრძოლის გარეშე მიჰყვებით ცხოვრების დინებას, არ ცდილობთ რაიმეს შეცვლას ცხოვრებაში. დაფიქრდით, რატომ ხდება ეს ? იქნებ იმედგაცრუების გეშინიათ? და ეს შიში განაპირობებს თქვენს მოდუნებასა მოწყენას? დროა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და გახსოვდეთ, რომ რისკის გარეშე ვერაფერს მოიპოვებთ!

ads
adsads