„მეგონა მომეჩვენა, საოცრად ამაყი ვიყავი!“- ქართველი პოლიციელი ამერიკაში

„ბევრი ქართველი მინდა ვნახო მათ შორის ამერიკაში, წარმატებული, რეალიზებული და თაავისი წარმომავლობოთ ამაყი!“- წერს ამერიკაში მცხოვრები გია ხუროშვილი და მკითხველს შემდეგ ისტორიას უყვება.

გია ხუროშვილი:

„გასულ კვირას კონეკტიკუტში ვიყავი საქმეზე, გვიან ვბრუნდებოდი სახლში.
ჩართული მქონდა "გამოუვალი მდგომარეობის" სიმღერები, და მათ რიტმს აყოლილმა ისე გადავაჭარბე დადგენილ სიჩქარის ლიმიტს ვერც მივხვდი.
შედეგმაც არ დააყოვნა და პოლიციის ციმციმა ჩაირთო. საბუთების ძებნა დავიწყე. სიმღერები ბლუთუსზე მქონდა ჩართული და ხმა გარეთაც ისმის.
მოდის სიმპათიური, თვალებბრდღვიალა, 2 მეტრიანი პოლიციელი უჩვეულოდ კეთილი სახით და ქართულად მეუბნება:
"გამოუვალი მდომარეობა არ არსებობს , მაგრამ ნელა იარეო!"....
მეგონა მომეჩვენა, საოცრად ამაყი ვიყავი!-
ბევრი ქართველი მინდა ვნახო მათ შორის ამერიკაში, წარმატებული, რეალიზებული და თაავისი წარმომავლობოთ ამაყი!
ყველა სირთულე პირველი თაობის ემიგრანტების მხრებზე გადაივლის, მაგრამ შვილებს მიეცით მომავალი და შეუნარჩუნეთ "ჯანსაღი ქართული სული"!.....
P.S. მისი სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვერც სელფს ვდებ და ვერც გვარს ვწერ, არადა მაგარი ბიჭია ჩვენიკონექტიკუტელი, კახელი პოლიციელი!....“

ads
adsads