რატომ არის კაკაო განსაკუთრებით სასარგებლო 40 წლის შემდეგ (+ რეცეპტი)

ეს გემრიელი სასმელი ადამიანს ენერგიით მუხტავს და იცავს შესაძლო ვირუსების და ინფექციებისგან.
ჭიქა კაკაო, დილის საათებში, აუმჯობესებს განწყობას და ზრდის სასიცოცხლო ტონუსს. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს და თავის ტვინის მუშაობას ასტიმულირებს. ასევე, არეგულირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში.
კაკაო აღიარებული ლიდერია სასარგებლო მიკროელემენტების შემცველობის მიხედვით, ხოლო თუთიის შემცველობით, საერთოდ უკონკურენტო არის!

კაკაოს მარცვლები შეიცავს ცილებს (12-15%), ცხიმებს, ნახშირწყლებს (6-10%), В ჯგუფის ვიტამინებს, ცელულოზას და ანტიოქსიდანტებს.

 

image
უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ კაკაო კიდევ ერთ შენაერთს (კოკოხილს) შეიცავს, რომელიც კანის უჯრედების გამრავლებას და ზრდას უწყობს ხელს. ასევე, მას შეუძლია ჭრილობის შეხორცების დაჩქარება და ნაოჭების წარმოქმნის შეჩერება.
კაკაოში არის კიდევ ერთი ნივთიერება — ეპიკატეხინი, რომლის წყალობით შეიძლება ორგანიზმის დაცვა უამრავი საშიში დაავადებისგან. მაგ., როგორიც არის: სიმსივნე, დიაბეტი, ინფარკტი და ინსულტი.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაკაო უფრო კალორიულია ვიდრე ჩაი და ყავა, ის მაინც არ იწვევს წონაში მატებას.

კაკაოს მიღება რეკომენდირებულია დღის პირველ ნახევარში. მასში შემავალი ბუნებრივი პიგმენტი – მელანინი, შთანთქავს მზის სხივებს, კანს იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან და მზის დამწვრობისგან.

 

ეს კი რეცეპტი არის, რომელიც კაკაოს სასარგებლო თვისებებს კიდევ უფრო აძლიერებს.

 

ინგრედიენტები:

 

რძე – 2 ჭიქა (ვისაც ალერგია აქვს ან არ უყვარს, ნუშის რძის გამოყენება შეუძლია)

კაკაო – 1 ჩ. კ.

დარიჩინი – 1 ჩ. კ.

მიხაკი დაფქული – 1/2 ჩ. კ.

მარილი – 1 მწიკვი

 

შენიშვნა: დარიჩინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ანთების პროცესს ორგანიზმში, ხოლო მიხაკს ძლიერი ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი თვისება აქვს.

 

მომზადება:

 

I. მოათავსეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი ქვაბში.

II. დაამატეთ რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ, ვიდრე ყველაფერი ერთმანეთს კარგად არ შეერევა (რეკომენდირებულია ხელის სათქვეფის გამოყენება).

III. მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ხარშეთ 1-2 წთ.

ads
adsads