რას ზეიმობთ, „დაეწყონ, შემომახტნენ"- ნატა ფერაძე აღდგომის შესახებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს

ნატა ფერაძის სკანდალური პოსტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ.

„ვინმე თუ ამიხსნის, რას ზეიმობთ, რა გიხარიათ, მერე გიპასუხებთ -“ჭეშმარიტად”.

რა არის თქვენი რელიგია? ის, რომ 2017 წლის წინ მითიური, ან თუნდაც ნამდვილი ადამიანი ეწამა და მის სახელზე რიტუალების ჩატარება, თუ ყოველდღიურობაში ერთმანეთის, ქვეყნის, საქმის სიყვარული და ერთგულება, რაც გარდა “საზეიმო” დღეებისა არავის ახსოვს და ზეგიდან ყველა დაუბრუნდება ისევ ერთმანეთის, ქვეყნის, ქალაქის, ტყის, მთის დესტრუქციას?

ფარისევლობის და ზიზღის შენიღბვა და დეკორაციაა ის, რაც ეხლა გარშემო “მძვინვარებს” და თუ ესაა თქვენი რელიგია, ზუსტად ამიტომ ვარ აგრესიული ათეისტი“- წერს ნატა ფერაძე, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებელი ეხმაურება.

„მომავალი სტატიების სათაურებს ვხედავ“- წერს ფერაძის მეგობარი.

„დაეწყონ, შემომახტნენ“- ასე „საყვარლად“ მოუწოდებს ნატა ფერაძე ჟურნალისტებს, რომ „შემოახტნენ“.

 

ads
adsads