„ეს ყველაფერი საოპერაციოში, ქირურგიული ოპერაციის დროს ხდება“ - სოციალურ ქსელში ექიმის მიერ გადაღებული „სელფი“ ვრცელდება

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ საოპერაციო ბლოკში გადაღებული ფოტო ვრცელდება.

მომხმარებლის ინფორმაციით, ექიმი „სელფს“ ქირურგიული ოპერაციის მიმდინარეობის პროცესში იღებს.


"ჯანდაცვის მინისტრ, ბ-ნ დავით სერგეენკოს, ეს - სამარცხვინოა!

ამ ფოტოზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოცქსელში, ქართველი ექიმი, ქალბატონი, კოლეგებთან ერთად, საკუთარ დაბადების დღეს ერთობ

 

"ორიგინალურად" აღნიშნავს

"სადღესასწაულო სელფსაც" შესაბამისად "ამაღლებული" ტექსტი ადევს: აი, ასე აღვნიშნე ჩემი დაბადების დღეო!

არადა, ეს ყველაფერი საოპერაციოში, პირდაპირ ქირურგიული ოპერაციის დროს ხდება - ფოტოზე ნათლად ჩანს, ანესთეზიით გონდაკარგული პაციენტი!

კიდევ მადლობა, რომ ღია ჭრილობაში ხელჩაყოფილებმა არ გადაიღეს "სადღესასწაულო ფოტო".

დაბადების დღის სამუშაოზე აღნიშვნა ალბათ, საოპერაციო მაგიდაზე დაწვენილი პაციენტის გარეშეც შეიძლებიოდა, მაგრამ ამას ცოტაოდენი საექიმო ეთიკა მაინც ხომ სჭირდება?!

ასეთი „სელფების“ გამო, უცხოეთში ექიმებს ავტომატურად, სამსახურს ატოვებინებენ!

ეს დაახლოებით, იმ ფოტოების სერიიდანაა, მონადირეები რომ იღებენ ნანადირევთან!

სხვისი არ ვიცი და, მე, არც ჩემთვის და არც ჩემი ახლობლებისთვის, ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ ექიმებთან მოხვედრას!

ეს ექიმის უნიკალური პროფესიის გაბითურება და შეურაცხყოფაა!

იმედია, ეს ,,ექიმები" სათანადოდ დაისჯებიან, რომ სხვებს არ გაუჩნდეთ სურვილი, ასე არადამიანურად დასცინონ უგონოდ მყოფ პაციენტებს!

P.S. თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდება, მე შემიძლია ვუთხრა ,,ექიმის" ვინაობა", - წერს „ფეისბუქის“ მომხმარებელი, გიორგი გიგაური.

ads
adsads