dasdasdas

ეს ანემიაა! დაავადების 9 ნიშანი, რომელიც შეუმჩნეველია პირველი შეხედვისას

სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს რკინა. ალბათ, ყველამ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰემოგლობინის საჭირო შემცველობა სისხლში, ვინაიდან ისაა პასუხისმგებელი ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებაზე. მაგრამ როგორ გავიგოთ, ჰემოგლობინი ნორმაში გვაქვს თუ არა ექიმთან მიუსვლელად?

1 მტვრევადი ფრჩხილები
თუ თქვენს ორგანიზმს რკინა აკლია, იდეალური ლაქიც ვერ დამალავს მტვრევად, თხელ ფრჩხილებს. ისინი კარგავენ ფორმას, საჭირო მინერალებს. შესაძლოა ფრჩხილის ზოგ ადგილას სილურჯეებიც შენიშნოთ.


2 ცივი ხელის და ფეხის გულები
ქუჩაში აუტანელი სიცხეა, თქვენი ხელისგულები და ფეხისგულები კი ცივი? ეს ძირითადად ახასიათებთ ქალებს, რომელთა ორგანიზმის ტემპერატურა ისედაც 1-2 გრადუსით ნაკლებია მამაკაცებისაზე. რკინის დეფიციტი აისახება სწორედ ამ ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.


3 გაყოფილი, გამომშრალი ენა
რკინის დეფიციტით დაავადებულ ადამიანებს ხშირად გამომშრალი ენა აქვთ. ენის სიმშრალე მისი ზედაპირის გაყოფასაც იწვევს და გემოს რეცეპტორების შეგრძნების დაქვეითებას. ამ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტ ექიმს.


4 გემოს დაქვეითება
პიკაციზმი, ანუ გემოს დაქვეითება- ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ორსული ქალებისთვის. თუ თქვენ გაწუხებთ ყინულის ან თუნდაც მიწის, ბეტონის ჭამის სურვილი, მაშინ აუცილებლად უნდა მიიღოთ საჭირო ზომები და მიმართოთ ექიმს. ასეთი სურვილები მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ორგანიზმში საჭიროზე ნაკლები დოზითაა რკინა.


5 ხშირი ინფექციები
თუ თქვენ ხშირად ავადმყოფობთ, ცივდებით, ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ არ იღებთ ისეთ საკვებს, რომელიც რკინით მდიდარია. შეწვიტეთ სხვა ადამიანების დადანაშაულება იმაში, რომ ხშირად ცივდებით, მოაძლიერეთ საკუთარი ორგანიზმი.


6 აკანკალებული ფეხების სინდრომი
ფეხების კანკალი ან უნებლიე მოძრაობა ნიშანია რკინის დეფიციტისა თქვენს ორგანიზმში. თუ თქვენ გიჭირთ ერთ ადგილას ჯდომა, ფეხებს ხშირად ანაცვლებთ, ვერ ისვენებთ, მაშინ დაფიქრდით აღნიშნულ პრობლემაზე.


7 ფითრი კანი
თეთრი კანი სილამაზესთან ასოცირდება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ბუნებრივია. ზოგ შემთხვევაში კანის სითეთრე განპირობებულია არა გენეტიკით, არამედ რკინის დეფიციტით  და საჭიროა დროული რეაგირება.


8 ჰაერის უკმარისობა
თუ თქვენ ხშირად იღლებით სირბილისას ან მოძრაობის დროს, მაშინ თქვენი ჰემოგლობინის დონე სავარაუდოდ დაბალია.


9 თავის ტკივილი და ძილის სურვილი
თუ საკმარის დროზე დიდი ხანი გძინავთ, მიუხედავად ამისა კი მაინც გეძინებათ, გაწუხებთ თავის ტკივილი და მუდმივი დაღლილობა, მეტად სავარაუდოა, რომ თქვენს ორგანიზმს აკლია რკინა.

 


ჰემოგლობინი ეხმარება ორგანიზმს ჟანგბადის გადატანაში ფილტვებიდან სხვა ორგანოებამდე, ამიტომ მისი საჭირო დოზა ორგანიზმში სულ უნდა ფიგურირებდეს. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ პროფილაქტიკა იდეალური წამალია. ხშირად აკონტროლეთ ჰემოგლობინის დონე და ეცადეთ მიიღოთ ისეთი საკვები, როგორიცაა ბოსტნეული, განსაკუთრებით კი ფოთლოვანი, მწვანე ბოსტნეული, თხილი, კაკალი და ა.შ
ამ შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი იქნება ჯანმრთელი!

 

ads
adsads