ყურძნის წიპწების ზეთი ადამიანზე გარემოს აგრესიულ ზემოქმედებას ანეიტრალებს

ყურძნის წიპწებს გააჩნია გამოხატული, ეფექტური სამკურნალო თვისებები. მის შემადგენლობაში შედის ძლიერი მცენარეული ანტიოქსიდანტები-ნივთიერებები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია, დაბერების პროცესის შეფერხება, გარემოს აგრესიული ზემოქმედების განეიტრალება შეუძლია.


ორგანიზმზე ყურძნის წიპწების ანტიოქსიდანტური მოქმედება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე Е და С ვიტამინების. გარდა ანტიოქსიდანტებისა ყურძნის წიპწები შეიცავს ფიტოესტროგენებს-მცენარეულ ჰორმონებს, რომლებიც ძალიან სასარგებლოა 45 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის. თუმცა ყურძნის წიპწების უბრალოდ დაღეჭვასა და ჭამას ისეთი გამოხატული სამკურნალო ეფექტი არ აქვს, როგორც ნაყენს. ყურძნის წიპწების სამკურნალო თვისებები გადადის წითელ ღვინოში, რომლის ზომიერი რაოდენობით მიღება დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

 

image

ყურძნის წიპწების ექსტრაქტი ორგანიზმზე შემდეგნაირად მოქმედებს: ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს; ამცირებს თრომბის წარმოქმნის საშიშროებას; აუმჯობესებს თვალის ბადურის ფუნქციონირებას, რაც მნიშვნელოვანია ასაკოვანი და კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებისათვის; აუმჯობესებს ტვინის ჟანგბადითა და მიკროელემენტებით მომარაგებას.

 

ყურძნის წიპწებიდან მიღებულ ზეთს გააჩნია: ბაქტერიოციდული, ანთებისსაწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, შემახორცებელი თვისებები, რის გამოც ყურძნის ზეთს იყენებენ გულსისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებების, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონული დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ყურძნის ზეთს ხმარობენ სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიაშიც. აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

ads
adsads