საახალწლო სუფრა ცქრიალა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია

საახალწლო სუფრა ცქრიალა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. ცხადია, ახალი 2018 წლის დადგომასაც შამპანურით ან/და ცქრიალა ღვინით დალოცავთ.

საბჭოთა პერიოდში სიტყვა „შამპანური“ თერჯოლის დაგაზულ ღვინოებს ეტიკეტზე ეწერა. მართალია, ამ სახელწოდებით მხოლოდ საფრანგეთის ერთ რეგიონში "შამპანში" დაყენებული ცქრიალა ღვინოების გაყიდვა შეიძლება, მაგრამ საბჭოთა მეღვინეობა მსოფლიო სტანდარტებს არ ემორჩილებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართული ცქრიალა ღვინის მწარმოებლები მსოფლიო მეღვინეობის წესრიგს დაემორჩილნენ და ეტიკეტზე „შამპანურის“ დაწერა შეწყვიტეს.

დღევანდელი ქართული კანონმდებლობით ცქრიალა ღვინო ორნაირია: კლასიკური - ბოთლური მეთოდით დაყენებული, შედარებით მაღალფასიანი ღვინოები და რეზერვუარული მეთოდით დამზადებული, საშუალო და დაბალფასიანი ღვინოები. კანონმდებლობა ასევე უშვებს ნახშიროჟანგით, ხელოვნურად გამდიდრებული (დაგაზული) ღვინოების წარმოებას, რომელსაც შუშხუნა ღვინო ეწოდება.

ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოებზე გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ სამამულო წარმოების ცქრიალა და შუშხუნა ღვინოების ხარისხმა მოიმატა. აქვე აღსანიშნავია რომ, მწარმოებელთა პროდუქციის ფასები განსხვავდება დამზადების ტექნოლოგიის მიხედვით, ასევე ვაზის ჯიშებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით.

ads
adsads