ექსტრადიციის შემთხვევაში საკანში ჩუმად არ ვიჯდები და 20 წელი იქ არ გავიხრწნები – რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი

"თუ საქართველოში ჩემი ექტრადაცია მოხდა, ყველას მოვუწოდებ ივანიშვილის მთავრობის მოშლისკენ. მე ამას გავაკეთებ." – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

 

სააკაშვილის განცხადებით არცერთი ყოფილი პრეზიდენტი არგაუსამართლებიათ იმისთვის, რომ მან შეწყალების უფლება გამოიყენა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე: "უკრაინის პროკურატურამ განცხადება გააკეთა, რომ თბილისის სასამართლოს განაჩენი შეიძლება განიხილოს როგორც თქვენი საქართველოში ექსტრადაციის საფუძველი. როგორ ფიქრობთ, საქართველო მოითხოვს თქვენს ექსტრადაციას?

 

სააკაშვილი პასუხობს: "პეტრე პოროშენკო ქართველ ოლიგარქ ივანიშვილთან ერთადერთი მიზნით ჩავიდა. ეს მე ვიყავი. მათ გადაწყვიტეს ორი ქვეყნის სამართალდამცველებს პარალელურად ემუშავათ. ამ ვიზიტის შემდეგ პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამომართვა მაშინ, როცა მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ივანიშვილი თავს იკავებს საქართველოში ჩამიყვანოს. ეს იმიტომ, რომ იცის საკანში ჩუმად არ ვიჯდები და 20 წელი იქ არ გავხრწნები."

ads
adsads