როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საბჭოთა კავშირში

სტატიაში გაეცნობით იმ გარემოებას, რომელიც ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე სუფევდა სსრკ-ში. ახალი ეპოქის თანამედროვე დღესასწაულში მრავალი ტრადიცია სწორედ ამ ეპოქაში გამოჩნდა, ამავე დროს იყო კლასიკური "საახალწლო მაგიდა", რომელსაც დღემდე ბევრი იყენებს.image

ყველაზე ემოციური იმ დროისთვის ნაძვის ხის მორთვა იყო, მთავარი კარგი ნაძვის ხის შერჩევა იყო, ახლა ყველაფერი ადვილია, მაგრამ იმ დროისთვის ეს ყველაფერი არც თუ ისე მარტივად ეჩვენებოდა მოსახლეობას. ნაძვის ხის და პროდუქტის მოძიება რამდენიმე თვით ადრე უნდა დაგეგმილიყო, ასევე უნდა მოფიქრებულიყო ისეთი საჩუქრები, რომლებიც თითოეული ოჯახის წევრსა და მეგობარს გამოადგებოდა და მისი დანახვა გაეხარდებოდა.image

ეს ახლა ცოტას თუ ახსოვს, მაგრამ ფაქტობრივად საახალწლო ზეიმი სსრკ-ში მხოლოდ ომის შემდგომ დაიშვა, 1947 წლის 1 იანვრიდან დღესასწაული ოფიციალურად შევიდა დღესასწაულთა სიაშია. აქამდე იგულისხმებოდა ის, რომ ნაძვის ხეს მხოლოდ "ბურჟუაზიელები" იყენებდნენ.image

საახალწლო სუფრა და დეფიციტიimage

საბჭოთა მოქალაქეები საახალწლო მზადებას რამდენიმე კვირით ადრე იწყებდენენ. ახალ წელს პროდუქტები დეფიციტური იყო. ახალი წლის მაგიდა ასე გამოიყურებოდა: ბულგარული მწვანე ბარდა, ბალტიის კონსერვი „შპროტი", ძეხვი, აფხაზური მანდარინი და აუცილებლად მაიონეზი, სასმელებში - საბჭოთა შამპანური.image


სხვა კარგ მანერებად განიხილება შეძენილი ნამცხვრები და ტკბილეული - ყველაზე ხშირად სახლში მომზადებული მარგარინიანი ნამცხვარი იყო, ბევრ ცხიმთან და კრემთან ერთად.image

ეს კადრი ტორტის რიგშია გადაღებული - სურათში ჩანს რამდენიმე ბედნიერი მყიდველი, რომელბიც პატიოსნად დგანან რიგში და ელოდებიან საკუთარ რიგს.image

შებოლილ ძეხვზეც არანაკლები მოთხოვნდა იყო - ამ ძეხვს დიდი პოპულარობა ჰქონდა მოპოვებული. ის ნამდვილი ხორცის პროდუქტებით იყო დამზადებული და სადღესასწაულო მაგიდაზე აცულებლად უნდა ყოფილიყო.image
დესერტად - ტორტი, მანდარინი, კანფეტები. სასმელი - საბჭოთა შამპანური, არაყი და წითელი ღვინო. სურვილისამებრ შესაძლოა ყოფილიყო, შემწვარი ქათმის ხორცი, კარტოფილი და მოხარშული ღორის ხორცი. მაგიდასთან ასევე იყო ძალიან ბევრი პური, როგორც შავი ასევე თეთრი.


სტუმრები და საჩუქრებიimage

საბჭოთა კავშირში სტუმრად მისვლა დიდი პატივი და სასიამოვნო პროცესი იყო. ვიზიტი მასპინძელ ოჯახში ძირითადად საუკეთესო მხარის გამოსაჩენად იყო - მამაკაცი ყოველთვის პიჯაკში და პერანგში იყო გამოწყობილი, ქალები კი სპეციალურად ამ დღისთვის სალონში დადიოდნენ - საპარიკმახეროები საახალწლო დღეებში საგანგებო მუშაობის რეჟიმში იყვნენ.image

 

რა ითვლებოდა ყველაზე კარგ საჩუქრად ახალ წელს? ახალი წლის კარგ საჩუქრად შეიძლება ჩათვლილიყო შეძენილი ნამცხვარი, ხილი ან რაიმე სახის ღვინო. ასევე მანდარინი, ჩაი ან პატარა ყუთი კანფეტი.image

თუ გსურდათ, რომ გეჩუქებინათ რაიმე უფრო სერიოზული, მაშინ არ უნდა აჩქარებულიყავით - უნდა შეგეძინათ ერთი ქილა კონსერვირებული კარგი წითელი ან შავი ხიზილალა, კარგი ჩაი ან მწირი პარფიუმერიული პროდუქტი.image

გახსოვთ ვინმეს, როგორ აღნიშნავდნენ საბჭოთა კავშირში ახალ წელს? ადრე უფრო საინტერესო იყო თუ ახლა? იქნებ რაიმე საინტერესო ამბავი გაიხსენოთ ამის შესახებ?

ads
adsads