დონალდ ტრამპის საყვარლები

დონალდ ტრამპი მეუღლეებთან დაპირისპირების დროს სხვაგან ეძებდა და პოულობდა კიდეც სიმშვიდეს. არავინ იცის პრეზიდენტის სასიყვარულო კავშირების ზუსტი რაოდენობა, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.

 

ინგრიდ სენხიევი

სენხიევი
ტრამპი ახალგაზრდა მოდელს სულ რამდენჯერმე შეხვდა მარლასთან ჩხუბის გამო. არც სენხიევს და არც მილიარდერს არ უფიქრიათ, რომ ეს შეხვედრები სხვა ურთიერთობაში გადაზრდილიყო. ისინი მეგობრებად დარჩნენ.

 

როუენ ბრიუერი

 

როუენი
დონალდ ტრამპმა „მის მერილენდი“ პრაქტიკულად სრულიად შემთხვევით მიიღო. მათ ერთმანეთი ტრამპისავე წვეულებაზე გაიცნეს, რის შემდეგაც მაგნატმა ლამაზმანი საჩუქრებით აავსო. საკუთარი ვერტმფრენი, უამრავი ბრილიანტი მათ რომანს შესანიშნავ ელფერს აძლევდა.

 

ვიქტორია ზდრიუკი

ვიქტორია
სკანდალური (მამაკაცთა) ჟურნალის ყოფილმა მოდელმა დონალდ ტრამპს ბევრი პრობლემა შეუქმნა. მათი ურთიერთობა დაიჩრდილა წარმოუდგენელი რაოდენობის სიბინძურით, რომლის გასროლასაც არ ერიდებოდა არც ერთი მხარე.

 

ქალი, რომელიც დარჩა ოცნებად

დიანა
ქალი, რომელიც დარჩა დონალდ ტრამპის აუხდენელ ოცნებად, პრინცესა დიანაა. 1996 წელს პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ დონალდი თითქმის ბომბავდა დიანას ძვირად ღირებული თაიგულებით. პრინცესა უარყოფდა მაგნატს. იგი თავს ბედნიერად გრძნობდა ეგვიპტელ მდიდარ ლოდი ალ-ფაიედთან, რომელთან ერთადაც ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში 1997 წელს. „მას ჰქონდა დახვეწილი კანი და ველური ბუნება, მაგრამ ეს უკვე დეტალებია..... დიანა არის ჩემი ერთადერთი დამარცხება ქალთა ფრონტზე“, - გამოტყდა ბოლოს ტრამპი.

 

როგორც გამოირკვა, დონალდ ტრამპი ქალური სილამაზის დიდი თაყვანისმცემელია. მისი თითქმის ყველა რჩეული მოდელია. ტრამპის ქალების 80% ქერათმიანია. გამონაკლისია კარა იანგი, კლარა ბრუნი. შესამჩნევია, აგრეთვე, ტრამპსა და მის რჩეულებს შორის ასაკობრივი სხვაობის ზრდის ტენდენცია.

ads
adsads