სისუფთავის 5 საიდუმლო, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება

მათ, ვისაც სახლის სისუფთავე ყველაზე მეტად გადარდებთ, გაგიმხელთ სისუფთავის 5 საიდუმლოს. 

1. ჭურჭლიდან უსიამოვნო სუნის მოცილება.image

თუ მას შემდეგ, რაც თქვენი ჭურჭელი საგულდაგულოდ გარეცხეთ და არასასიამოვნო სუნი მაინც აქვს, გამოგადებათ ვანილის ექსტრაქტი, რომელიც მყისიერად დაუბრუნებს ქვაბებსა და სხვა ჭურჭელს სუფთა სუნს. ამისათვის ვანილის ექსტრაქტის ერთი ჩაის კოვზი ჩაასხით ჭურჭელში, რომლის გარეცხვაც გსურთ და რამდენიმე წუთით შედგით ცხელ ღუმელში. უსიამოვნო სუნი წამში გაქრება.




2. როგორ დავიცვათ დანა–ჩანგალი დაბურვისგან.image

ალბათ თითოეულ დიასახლისს სურს, რომ დანა–ჩანგალს შეუნარჩუნოს სარკისებრი ბზინვარება, თუმცა მუქი ლაქები დროთა განმავლობაში მაინც იჩენენ თავს. მათი სისუფთავის საიდუმლო მხოლოდ ცარცშია. ნაკრებთან ერთად ჩადეთ ცარცი, რომელიც დაიცავს თქვენი სუფრის მთავარ ჭურჭელს ლაქებისა და ტენისგან გამოწვეული დაბურვისგან.




3. საჭრელი დაფის სისუფთავე.image

ხშირად ლაქავდება და ისვრება ბოსტნეულის საჭრელი დაფა, რომელიც გარეცხვის შემდეგაც არ გამოიყურება ძველებურად. თუ გაჭრილი ლიმონით ხელის კარგად დაჭერით გაწმენდთ და 10 წუთით გააჩერებთ, ხოლო შემდეგ კი გარეცხავთ, ის ძველებურად იბრწყინებს.




4. მოსახერხებელი გზა ბლაინდების (ჟალუზი) გასაწმენდად.image

ალბათ ყოფილა შემთხვევა და ცალი წინდა დაგიკარგავთ, ასეთ შემთხვევაში ნუ გადაადებთ მეორეს, რადგან ის იდეალურად გამოგადებათ ბლაინდებიდან მტვრის გასაწმენდად. უბრალოდ ჩამოიცვით ხელზე და ყველაზე მიუდგომელი ადგილებიდანაც ადვილად მოაშორებთ მტვერს.




5. გაასუფთავეთ ონკანი მარტივად.image

წყლის ონკანი, რომელსაც ყოველ დღე და დღეში მრავალჯერ მოიხმართ ხელის დასაბანად თუ უბრალოდ წყლის ასავსებად, წყლის წვთებისგან ადვილად ლაქავდება. თუ საცხობი ქაღალდის ძალიან თხელ ფენას ზემოდან დააფენთ, დაიცავთ მას ლაქებისგან.




 

ads
adsads