გაიცანით ლევან მოლაშვილი, პირველი ქართველი, ვინც ბიზნესი Amazon- ზე დაიწყო და მზადაა გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ

“ამაზონ FBA” - ეს არის პროგრამა, რომელმაც სრულიად შეცვალა ხედვა იმის შესახებ, რომ „ამაზონზე“ მხოლოდ დიდ და მასშტაბურ კომპანიებს აქვთ პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა. რამდენადაც “ამაზონ FBA”- ს საშუალებით ნებისმიერ მცირე მეწარმეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საშუალება აქვს, თავად მოიძიოს ან დაამზადოს ის პროდუქტი, რომელიც ძვირი ღირს ”ამაზონზე”, გააგზავნოს და განათავსოს იგი მის საწყობში. Amazon მიიღებს, დაასაწყობებს, გაუგზავნის ადრესატს და პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაციასაც თავად უზრუნველყოფს. ამ საქმიანობის დასაწყებად, მინიმალური საწყისი ინვესტიცია, დაახლოებით 1000 - 2500 აშშ დოლარს შეადგენს. რაც მთავარია, ეს პროგრამა ქართველებისთვისაც ხელმისაწვდომია.

 

image

 

ლევან მოლაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ბიზნესი “ამაზონ FBA”-ის პროგრამის მეშვეობით დაიწყო. ლევანმა საინვესტიციო ჯგუფ Kedari Ventures- სთან თანამშრომლობით ახლახანს შექმნა კომპანია Amazon Export Hub, რომელიც მსურველებს აღნიშნულ პროგრამაში ჩართავს და წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარება.



image



”ამ პროგრამის შესახებ უკრაინელებისგან შევიტყვეთ მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტის კურსი ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში დაეცა. პროგრამა “ამაზონ FBA” თანხის ამერიკულ ვალუტაში გამომუშავების კარგი საშუალებაა, ” - განმარტავას Amazon Export Hub-ის თანადამფუძნებელი ლევან მოლაშვილი.

 

მოგვიყევით “ამაზონ FBA-ს” პროგრამის შესახებ. რით განსხვავდება ის ”ამაზონზე” პროდუქციის ტრადიციული გაყიდვისგან და რა არის მისი უპირატესობები?



ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა მცირე მეწარმეთათვის, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტი იძლევა და მისი მთავარი უპირატესობა დიდი ფასთაშორისი სხვაობაა. მისი საშუალებით, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებული არის ელექტრონული კომერციითა და პროდუქციის გაყიდვით, აქვს საშუალება, თავისი თუ სხვისი პროდუქცია გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე. ეს პროგრამა არის მათთვის, ვინც საკუთარი ხელით ამზადებს პროდუქციას, მათთვის, ვინც უბრალოდ ერკვევა ელექტრონულ კომერციაში და შეუძლია პროდუქციის იაფად მოძიება ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე. პროგრამა საინტერესოა კომერციულად მომგებიანი იდეების მაძიებელთათვის და ამ იდეების დაფინანსების შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. ”ამაზონ FBA” პროგრამით, თითოეულ ასეთ ადამიანს საწყის ეტაპზე ამერიკული ბაზარი სრულად ეხსნება. მას უპრობლემოდ შეუძლია ამ პროდუქციის გაგზავნა როგორც კანადურ, ასევე მექსიკურ ბაზარზე. თითოეულ ბაზარზე პროდუქციის განთავსება და დასაწყობება ყოველთვიურად მხოლოდ 40 დოლარი ღირს, რაც ამ პროცესს ფინანსურად ძალიან ხელსაყრელს და ხელმისაწვდომს ხდის.


 

image

ამ ყველაფრის მთავარი უპირატესობა და ხიბლი კი ისაა, რომ შემოსავლის მიღება ამერიკული ვალუტაში ხდება. ეს კი ქართულ ვალუტაში კონვერტაციის შემთხვევაში მოგების საკმაოდ მაღალ მარჟას გვთავაზობს.

 

საქართველო რამდენადა აქტიურად არის ჩართული ”ამაზონ FBA” პროგრამაში?

 

სამწუხაროდ, საქართველო ძალიან მცირედით არის ჩართული ამ პროცესში. ეს ყველაფერი კი ხდება იმის ფონზე, როდესაც ჩვენი უკრაინელი, რუსი და ყაზახი კოლეგები უკვე აქტიურად ჩაერთნენ პროგრამაში. დღეისათვის ამაზონზე ვაჭრობს რამდენიმე დიდი ქართული კომპანია, ძირითადად ღვინის ინდუსტრიაში. მიუხედავად ”ამაზონის” ბაზრის უზარმაზარი შესაძლებლობებისა, ამ საკითხს აშკარად ნაკლები ყურადღება ექცევა. არსებობს რამდენიმე მცირედი გადამყიდველი, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო და ზოგადად, კავკასიის რეგიონი პრაქტიკულად არ არის ჩართული ამ პროცესში.


 

თქვენ ხართ პირველი ქართველი, რომელმაც ”ამაზონ FBA” პროგრამაში მიიღეთ მონაწილეობა. მოგვიყევით ამ პროცესის შესახებ.

 

image

 

ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა. აქცენტი გავაკეთეთ ნატურალური პროდუქციის ხელნაკეთ ნივთებზე, რომელთა დამზადებაც რეალურად დიდ ძალისხმევას არ მოითხოვდა და ”ამაზონზე” საკმაოდ ძვირად ფასობდა. ჩვენი პირველი პროდუქტი, რაც ”ამაზონზე” გავყიდეთ იყო თიხის ნივთები, რომლებიც საქართველოში 1 ლარად დავამზადეთ და დღემდე ვყიდით 12, 59 დოლარად. შემდეგ დაემატა ხის პროდუქციაც, რაც ასევე საკმაოდ წარმატებით იყიდება. ჯამში მოკლე ხნის განმავლობაში სულ 5 პროდუქტი ჩავუშვით წარმატებით ამაზონზე.

 

პირველი წარმატების შემდეგ შექმენით კომპანია Amazon Export Hub. რა მიმართულებით საქმიანობს თქვენი კომპანია?

 

მას შემდეგ რაც წარმატებით გავაგზავნე ამაზონზე რამოდენიმე პროდუქტი, მზად ვარ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო საქართველოს მოქალაქეებს. ამმისათვის დავაარსეთ კომპანია Amazon Export Hub. აქცენტი გაკეთდება 3 მიმართულებაზე. პირველ რიგში ეს არის სწავლება. კურსი მოიცავს რეგისტრაციის პროცესის პრაქტიკულ განხორციელებას, ბაზრის ანალიზს, ლოჯისტიკასა და კოდების სისტემაში დახმარებას, ამასთანავე, საწყობების კონტროლსა და განთავსებული განცხადების (“ლისტინგის") საძიებო სისტემაში წინა პოზიციებზე წაწევას (სეო, დარანკვა). ასევე მომხმარებლებს შევთავაზებთ საშუამავლო-საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც სასწავლო კურსის გავლის გარეშე მოემსახურება მსურველებს სასურველი პროდუქტი გააგზავნონ და გაყიდონ ამაზონის პლატფორმაზე. ხოლო მათ, ვისაც იდეები აქვს და მისი განხორციელების შესაძლებლობა არ გააჩნია, მათი იდეების განხილვას და დაფინანსებას ვთავაზობთ.

 

image

 

კომპანია ახალი დაფუძნებულია და იანვრის ბოლოს ვგეგმავთ პირველი სასწავლო კურსის დაწყებას. გვინდა, საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ეს არის რეალური შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომ მინიმალური ინვეტსიციით მიიღონ დიდი შემოსავალი.

შეავსეთ Amazon Export Hub-ის ტრენინგის სარეგისტრაციო ფორმა ბმულზეტრენინგი 22 იანვარსდაიწყება და 4 დღე გაგრძელდება.

ads
adsads