კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ დამარცხების შემდეგ, ლიეტუვური „ჟალგირისი“ მორიგ შეხვედრაში მძიმე მარცხს გადაეყარა. ვილნიუსურმა კლუბმა „ჰაიდუკ სპლიტს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა, რითაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაირთულა. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 აგვისტოს, ხორვატიაში გაიმართება, სადაც „ჟალგირისი“ სამი ბურთის ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდება.